მეღვინეობა გოგუშიკას ბიო-ღვინოები -  ორგანული და ბიო მეურნეობა, საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით.

ცქრიალა, მოუსვენარი და ონავარი პატარა ცელქი გოგო - სწორედ ასეთია მეღვინეობა გოგუშიკას ღვინოების ხასიათი და კომპანიის სახელწოდებაც სწორედ ამ რაჭული სიტყვიდან, "გოგუშიკა"-დან მომდინარეობს.
დაღვინების განსხვავებული, თუმცა ტრადიციული მეთოდებიდან გამომდინარე, გოგუშიკას ღვინოები გამოირჩევა გემოვნების და არომატების თავისებურებებით. დაღვინების პროცესში 100%-ით არის დაცული  საერთაშორისო ბიო სტანდარტები.
მეღვინეობის მიზანს სერტიფიცირებული წარმოების პოპულარიზაცია და ამ კუთხით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მსგავსი ტიპის მარნების აშენება წარმოადგენს
კომპანიამ საქმიანობა 2019 წლის მარტში კასპის მუნიციპალიტეტში დაიწყო. პირველმა მარანმა იმავე წლის სექტემბერში მიიღო მოსავალი და გადაამუშავა.
წელს მსგავსი მარანი რაჭაში, კერძოდ ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ სორში დაიწყებს საქმიანობას.
პროექტი მთლიანად ორიენტირებულია ბიოსერთიფიცირებული წარმოების განვითარება-პოპულარიზაციაზე და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაზე.