„ზერო ეფექტი“ არის ნული ნარჩენის პირველი სივრცე საქართველოში, რომლის მიზანიც გარემოზე ნეგატიური გავლენის შემცირება და ნული ნარჩენით ცხოვრების სტილის წახალისებაა.

კომპანია ეკომეგობრულ პროდუქციას აერთიანებს, რომლის დიდი ნაწილიც ერთჯერადი მოხმარების საგნების,  მრავალჯერადი გამოყენების ნივთებით ჩანაცვლებას ემსახურება. აქ შეხვდებით სამზარეულოსა და ლანჩისთვის განკუთვნილ ნივთებს, აბაზანისა და თავის მოვლის პროდუქტებს, საყიდლებისთვის აუცილებელ ჩანთებს და სხვა სასარგებლო პროდუქციაs, როგორც თქვენთვის, ასევე გარემოსთვის. 

სოციალურად პასუხიმგებელი ბიზნესის შექმნის იდეა, დაახლოებით 2 წლის წინ გაჩნდა.   პროექტის ინოვაციურობა, საწყის ეტაპზე რისკსაც ითვალისწინებდა, რამდენად მიიღებდა მომხმარებელი ამგვარ წამოწყებას. თავიდან, მომხმარებლის 80% უცხოელი იყო, თუმცა მალევე რაოდენობით ქართველები გაუთანაბრდნენ და გადააჭარბეს კიდეც. დღეს ზერო ეფექტი კორპორატიულ კლიენტებსაც ემსახურება.

"ზერო ეფექტის" მიზანია, რაც შეიძლება მეტ ქართველ მეწარმეს გაუჩნდეს სტიმული გარემოსადმი მეგობრული პროდუქციის შექმნისა.