2017 წელს საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი და დამფასოებელი საწარმო „მანნა“ გაიხსნა. კომპანიის საკუთრებაშია თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და დანადგარებით აღჭურვილი ქარხანა სოფელ საგურამოში.

მანნა ორიენტირებულია ეკოლოგიურად სუფთა და ორგანული პროდუქციის წარმოებაზე, რომელიც არ შეიცავს მავნე ნივთიერებებსა და დანამატებს. წარმოების პროცესში დაცულია ISO 22000-ისადა HACPP-ის სტანდარტები.


რას უკავშირდება სახელი მანნა?

დამფუძნებლების სურვილი იყო, რომ კომპანიის სახელი ყოფილიყო დადებითი ენერგეტიკის მატერებელი, ასევე ჟღერადი და ადვილად გამოსათქმელი. ვფიქრობთ, მანნა კარგად შეესაბამება ამ კრიტერიუმებს. სახელი ასევეუკავშირდება ზეციურ მანანს, რომელსაც სასარგებლო თვისებების  გამო ღმერთისგანსაკუთრებულსაჩუქრადმიიჩნევდნენ.

რა უპირატესობებს სთავაზობს მანნა მომხმარებელს?

ერთ-ერთ უპირატესობად მივიჩნევთ იმ ფაქტს, რომ  მანნას პრო­დუქ­ცია 100% უმაღლესი ხარისხის ქარ­თუ­ლი ნედ­ლე­უ­ლი­თა და  საქართველოში დამზადებული შესაფუთი მასალით იწარმოება.გარდა ამისა, ჩაის ყველა პარტიას უტარდება ლაბორატორიული ანალიზი აკრედიტირებულ ლაბორატორიაში, რაც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილ პარამეტრებზე კვლევას(ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები, მიკრობიოლოგია, ტოქსიკური ელემენტები). ეს  ყველაფერი კი გვაძლევს უმაღლესი ხარისხის სეგმენტში პოზიციონირების საშუალებას.

კომპანიის სამომავლო გეგმები?

მანნა მუდმივად მუშაობს ასორტიმენტის გაზრდაზე და სამომავლოდაც ვგეგმავთ  მომხმარებლისთვის საინტერესო პროდუქტების შეთავაზებას.კომპანიის მიზანია მანნას ჩაის საქართველოს ყველა ოჯახი მოიხმარდეს როგორც სანდო და მაღალხარისხიან პროდუქტს. რაც შეეხება საერთაშორისო ბაზრებს, ამ დროისთვის ევროპის რამოდენიმე ქვეყანაში მანნა პოზიციონირებს როგორც ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის ქართული ჩაი. ჩვენი მიზანია საექსპორტო არეალის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება.

რატომ არის მნიშვნელოვანი ეკომარტის ონლაინ პლატფორმაზე მანნას მონაწილეობა?

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მანნას ჩაი ქართული, უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია, ჩვენთვის მანნას ეკომარტის პლატფორმაზე მონაწილეობა არა თუ მნიშვნელოვანი, არამედ აუცილებელიც არის.