მენიუ
თქვენი კალათა

წესები და პირობები

1.     საგანი

1.1. წინამდებარე ხელშეკრულება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არეგულირებს ურთიერთობას ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანასა“, რომელიც წარმოდგენილია პროექტ - ინტერნტმაღაზია www.ecomart.ge-ის მეშვეობით (შემდგომში „ინტერნეტმაღაზია“/ „მიმწოდებელი“) და მის მომხმარებელს შორის (ორივე ერთად - „მხარეები“); 

1.2. წინამდებარე ხელშეკრულების წესებისა და პირობების დაცვით, მომხმარებელი აფორმებს შეკვეთას, ხოლო ინტერნეტმაღაზია   შეთანხმებულ პროდუქციას მას შეთანხმებული საზღაურის სანაცვლოდ გადასცემს;

1.3 მომხმარებელი უფლებამოსილია, თავისუფი ნების საფუძველზე, განაცხადოს უარი წარმოდგენილ წესებსა და პირობებზე, რაც ნიშნავს ინტერნეტმაღაზიის მომსახურებით სარგებლობაზე უარის თქმას.              

 

2.      რეგისტრაცია

2.1. მომხმარებელი ინტერნეტმაღაზიის საიტზე რეგისტრაციითა და შესაბამისი ველების შევსებით თანხმდება, რომ მომწოდებელმა მიიღოს და კანონის შესაბამისად დაამუშაოს მისი პერსონალური ინფორმაცია - სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი;

2.2. მომხმარებელი ადასტურებს, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არის სრულწლოვანი (18 წელს მიღწეული პირი);

2.3. ქვეპუნქტ 2.1-ით განსაზღვრული მონაცემების მიწოდებისა და ხელშეკრულების პირობებზე დათანხმებით მომხმარებელი ეთანხმება იმასაც, რომ მიმწოდებელმა ეს ინფორმაცია პირდაპირი მარკეტინგის მიზნით გამოიყენოს და გაუგზავნოს მას სარეკლამო ხასიათის შეტყობინებები;

2.4. მომხმარებელი ვალდებულია, ანგარიშში მიუთითოს სწორი პირადი ინფორმაცია და, მათ შორის, პროდუქციის მიწოდების ზუსტი მისამართი. არასწორი ინფორმაციის მიწოდებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს;

2.5. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაიცვან კონფიდენციალურობის პრინციპი და არ გადასცენ მესამე პირებს წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გამჟღავნებული ინფორმაცია;

2.5. მომხმარებლის მიერ განხორციელებული ნებისმიერი შეკვეთა და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ითვლება კონფიდენციალურად

 

3. გამოწერა/შეკვეთის განხორციელება

3.1. რეგისტრირებული მომხმარებელი, ვებგვერდზე ირჩევს სასურველ პროდუქციას და გამოხატავს მისი შესყიდვის ნებას. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, პროდუქცია შეიძინოს ვებგვერდზე თავის მიერვე შექმნილი ანგარიშიდან.

3.2. ამასთან, მომხმარებელს შეუძლია კითხვებით მიმართოს მაღაზიას მისი სოციალური ქსელის მეშვეობით. ecomart.ge სოციალური ქსელიმიმოწერას  ინტერნეტმაღაზია ინახავს

4. მიწოდება

4.1. მომხმარებელის მიერ შეკვეთის გაფორმებისა და ღირებულებას გადაიხდის შემდგომ, ინტერნეტმაღაზია ვალდებულია, მიაწოდოს მას შეკვეთილი პროდუქცია;

4.2. მომხმარებელი ვალდებულია, სათანადო გრაფაში მიუთითოს მისამართი, სადაც მას შენაძენი უნდა მიეწოდოს;

4.3. მიმწოდებელი მომხმარებელს შეკვეთილ პროდუქციათბილისსა და მის შემოგარენში მითითებულ მისამართზე აწვდის საკურიერო მომსახურების მეშვეობით -   შეკვეთის მიღებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში;

4.4. მიწოდებასთან დაკავშირებით, კურიერი წინასწარ უკავშირდება მომხმარებელს და ტელეფონით უთანხმებს მას მიტანის დროს;

4.5. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის კურიერს მითითებულ მისამართზე მომხმარებელი არ დახვდება შეთანხმებულ დროს, მას გზავნილის ჩაბარების შემდგომ მცდელობაზე დამატებით საკურიერო მომსახურების საფასურის გადახდა მოუწევს

4.6. თუ მომხმარებლისათვის პროდუქციის გადაცემის 2 (ორი) მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, მაშინ მომხმარებელი ვალდებულია, ინტერნეტმაღაზიის მიერ მითითებული პუნქტიდან შეკვეთა 3 დღის ვადაში თავისი ხარჯით გაიტანოს, მას შემდეგ რაც მას მიმწოდებლისგან მიწოდების მეორე, უშედეგო მცდელობის შესახებ ეცნობება. ამასთან, მასვე დაეკისრება უშედეგო მიტანის საფასურის გადახდაც. თუ მომხმარებელი არ შეასრულებს აღნიშნულ ვალდებულებას, ინტერნეტმაღაზია უფლებამოსილია, უშედეგო მიტანის საფასურისა და   პირგასამტეხლოს (პროდუქციის ღირებულების 10%), წინასწარ გადხდილი თანხიდან გაქვითვის შემდეგ დარჩენილი თანხა დაუბრუნოს მომხმარებელს;

4.7. მომხმარებელი პასუხისმგებელია მის მიერ მითითებული მისამართის სისწორეზე. თუ იგი არასწორად მიუთითებს მისამართს და, შესაბამისად, კურიერი შეკვეთას ამ მისამართზე მიიტანს, მომხმარებელს დაეკისრება ვალდებულება, აანაზღაუროს გზავნილის როგორც მითითებულ არასწორ, ისე სწორ მისამართზე მიტანის ხარჯები;

4.8. პროდუქციაზე საკუთრების უფლება მომხმარებელზე გადადის გადაცემისთანავე.

 

5. გადახდა

5.1. პროდუქციის შესყიდვის ნების გამოხატვის შემდეგ, მომხმარებელი პროდუქციისა და მისი ადგილზე მიტანის საფასურს იხდის ონლაინ, უნაღდო ანგარიშსწორებით;

5.2. პროდუქციის მიწოდების საფასური დამატებით გამოჩნდება შესყიდვის გაფორმებისას, მიწოდების სასურველი მისამართის არჩევის შემდეგ;

5.3. უნაღდო ანგარიშსწორების ვალდებულება შესრულებულად ითვლება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე თანხის დაკავების/ჩამოჭრის მომენტიდან.  შეკვეთა ამის შემდეგ მიღებულად ითვლება, რაც აისახება ვებგვერდზე.

 

6.  მომხმარებლის პრეტენზიები

6.1. იმ შემთხვევაში, თუ მიწოდებული პროდუქცია არ შეესაბამება მომხმარებლის მიერ შეკვეთილი პროდუქციის სახეობას და/ან მათ ოდენობას, ან თუ დაზიანებულია მისი მთლიანობა, მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს:

ა) შეკვეთის გამოცვლა, რა დროსაც მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს საკუთარი ხარჯით მიაწოდოს შესაბამისი პროდუქცია;

ბ) შეკვეთის გაუქმება, რა დროსაც მომხმარებელს სრულად უბრუნდება გაუქმებული შეკვეთის შესაბამისი თანხა.   

6.2. მომხმარებელი ვალდებულია, პროდუქციის მიღებისთანავე შეამოწმოს, არის თუ არა მის მიერ მიღებული პროდუქცია   შეკვეთილი პროდუქციის სახეობებისა და რაოდენობის შესაბამისი და დაუზიანებელი, სხვა შემთხვევაში, მას არ აქვს წინამდებარე ხელშეკრულების 6.1. პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობის უფლებამოსილება;

6.3. მომხმარებლისათვის პროდუქციის გადაცემისას მხარეთა შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც დასტურდება გადაცემული პროდუქციის შესაბამისობა შეკვეთასთან. მიღება-ჩაბარების აქტი ძალაში შედის, თუკი მისი გაფორმებიდან 1 (ერთი) დღეში მომხმარებელი წერილობით არ შეატყობინებს ინტერნეტმაღაზიას, რომ პროდუქცია ნაკლოვანია - არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უვნებლობის მინიმალურ პარამეტრებს კონკრეტული პროდუქციისათვის.

6.4. მომხმარებელი უფლებამოსილია, მიღება-ჩაბარების აქტის ძალაში შესვლამდე, პროდუქციის მიღებიდან 1 (ერთი) დღის ვადაში შეატყობინოს მიმწოდებელს პროდუქციის ნაკლოვანების შესახებ, რის შემდეგაც:

6.4.1. მიმწოდებელი ვალდებულია, შეტყობინების მიღებიდან 2 (ორი) დღის ვადაში შეამოწმოს პროდუქცია და თუ ის ნაკლოვანი აღმოჩნდა, აღმოჩენიდან 2 (ორი) დღის ვადაში  და, მომხმარებლის არჩევანის შესაბამისად:

ა)  საკუთარი ხარჯით შეცვალოს ეს პროდუქცია იმავე სახის უნაკლო პროდუქციით ან

ბ)  გააუქმოს შეკვეთა და მომხმარებელს აუნაზღაუროს ნაკლოვან პროდუქციაში გადახდილი თანხა.

6.4.2. თუ 6.4.1 ა) ქვეპუნტის შესაბამისად ნაკლოვანების გამოსწორება ან პროდუქციის შეცვლა შეუძლებელია ან თუ ეს შეუსაბამოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, მიმწოდებელი უფლებამოსილია,  უარი თქვას წუნიანი პროდუქციის შეცვალაზე. ასეთ  შემთხვევაში, მიმწოდებელი მომხმარებელს უნაზღაურებს დაწუნებულ პროდუქციაში გადახდილ თანხას და იბრუნებს ნაკლოვან პროდუქციას;

6.4.3. პროდუქციის მიღებიდან 1 (ერთი) დღის ვადის გასვლის ემდეგ, პროდუქციის ნაკლოვანების შესახებ პრეტენზიები აღარ მიიღება და მიმწოდებელი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება;  

6.5. გარდა წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს პროდუქციის დაბრუნება და საფასურის ანაზღაურება ნ მისი გადაცვლა.

 

7.  გარანტია

7.1. ვებგვერდზე განთავსებულ პროდუქციაზე გარანტია არ ვრცელდება.

 

8.  მხარეთა პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება

8.1. დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, მხარეებს, ამ ხელშეკრულებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ეკისრებათ პასუხისმგებლობა;

8.2. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან, თუ ვალდებულების დარღვევა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის მოქმედებით (ფორსმაჟორი);

8.2.1. ფორსმაჟორულ გარემოებებად ჩაითვლება, სტიქიური მოვლენები, სამოქალაქო მღელვარება, ომი, ბლოკადა, ეპიდემია და სხვა მსგავსი მოვლენები, რომლებიც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს და რომელთა თავიდან აცილებაც შეუძლებელია;

8.2.2. ხელშეკრულებების პირობების დარღვევა ფორსმაჟორული გარემოებების  გამო არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას;

8.2.3. მხარეებს მოეთხოვებათ, რომ ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში შეატყობინონ მეორე მხარეს, დაუყოვნებლივ (მაქსიმუმ 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში). გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ გარემოებების შესახებ საყოველთაოდ არის ცნობილი;

8.2.4. იმ შემთხვევაში, თუ ფორსმაჟორული გარემოების ხანგრძლივობა 10 (ათი) დღეზე მეტ ხანს გრძელდება, მხარეები განიხილავენ ხელშეკრულების მოქმედების მიზანშეწონილობას.  მათი შეუთანხმებლობის შემთხვევაში, გადაწყვეტილებას შეწყვეტის შესახებ, იღებს მხარე, რომლის მიმართაც ჯეროვნად არ სრულდება ვალდებულება. ხელშეკრულების ამგვარი შეწყვეტის დროს, მხარეები შეძლებისდაგვარად გონივრულ ვადაში უნაზღაურებენ ერთმანეთს ხელშეკრულების შეწყვეტამდე გაწეულ ხარჯებს.

 

9.         ხელშეკრულების ძალაში შესვლა და შეწყვეტა

9.1. ხელშეკრულება ძალაში შედის მომხმარებელის მიერ სათანადო წესით, ელექტრონული გზით, მასზე დათანხმების მომენტიდან და მოქმედებს მხარეთა მიერ ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე.

9.2. წინამდებარე ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა შესაძლებელია:

ა) მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ნებისმიერ დროს;

ბ) მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უხეში დარღვევისას, თუ ეს მხარე მეორის მიერ დანიშნული დამატებითი გონივრული ვადის ამოწურვის შემდეგ არ ასრულებს ვალდებულებას ჯეროვნად;

 გ) ამ ხელშეკრულებით და/ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

10.    დავების გადაწყვეტის წესი

10.1.       ამ ხელშეკრულების საგანთან და შინარსთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, წყდება მხარეთა შორის ურთიერთმოლაპარაკების გზით. წინააღმდეგ შემთხვევაში, დავა წყდება  საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, საქართველოს სასამართლოს მიერ.

 

 11.    დასკვნითი დებულებები

11.1. წინამდებარე    ხელშეკრულების რომელიმე   მუხლის ბათილად ცნობა გავლენას არ ახდენს   ამ  ხელშეკრულების  დანარჩენი   მუხლების   ნამდვილობაზე;

11.2. ნებისმიერი საკითხი, რომელიც განსაზღვრული არ არის ამ ხელშეკრულებით, წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

11.3. წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა კომუნიკაცია უნდა წარიმართოს წერილობით, მხარეების მიერ მითითებულ ელ. ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნით. ამასთან, მიმწოდებლის ელ. ფოსტაა: info@ecomart.ge ხოლო მომხმარებლის ელ. ფოსტაა - მის მიერ შეკვეთის განხორციელებისას დაფიქსირებული ელ.  მისამართი.




This is the sticky Notification module. You can use it for any message such as cookie notices, special promotions, or any other important text.