„ეკომარტი“ პირველი, სრულიად მწვანე ონლაინ პლატფორმაა. ეს სივრცე აერთიანებს სხვადასხვა სახის პროდუქციას, რომელთა საერთო მახასიათებელია გარემოსადმი მეგობრულობა. ვებ გვერდზე ნახავთ სურსათსა და საკვებ დანამატებს, სოფლის ნობათს, სასმელებს, ორგანულ სასუქებს, თავის მოვლისა და ჰიგიენურ საშუალებებს. ერთ სივრცეში განთავსებული ეს ეკომრავალფეროვნება გაგიადვილებთ თქვენთვის სასურველი ნაწარმის მიგნებას. გაეცნობით იმ პროდუქტებსაც, რომელთა შესახებაც შესაძლოა, აქამდე არაფერი გსმენოდათ და რომლებიც მხოლოდ საექსპორტოდ იწარმოება.
„ეკომარტი“, თავის მწვანე პარტნიორებთან ერთად,ზრუნავს თქვენთვის მუდამ მაღალი ხარისხის, ეკოლოგიური პროდუქციის შემოთავაზებაზე.
რატომ „ეკომარტი“ ?
- ცხადია, რომ ყველას საუკეთესო გვსურს საკუთარი თავისა თუ ოჯახისთვის - და ამისთვის გვჭირდება, რომ ზუსტად ვიცოდეთ სასურველი პროდუქციის და ნივთების შემადგენლობა.
- ვუფრთხილდებით ჯანმრთელობას - ჯანსაღი ცხოვრების წესი მოდაზე მეტად ფასობს. ნატურალური პროდუქტების მიღებით კი, რომლებიც არ შეიცავს მავნე ქიმიურ ნივთიერებებს, ორგანიზმს ვიცავთ.
- ვზრუნავთ გარემოზე - იმისათვის, რომ ვიცხოვროთ ჯანსაღ სივრცეში!
მარიამ ჯორჯაძე, ასოციაცია „ელკანას“ დირექტორი - „ეკომარტის“ შექმნის იდეის შესახებ
„ჯერ კიდევ 1994 წლიდან ასოციაცია „ელკანა“, ბიომეურნეობების განვითარების გზით, გარემოს იცავს. ბიომეურნეობა სასოფლო-სამეურნეო წარმოების ისეთი სისტემაა, რომელიც გამორიცხავს ქიმიური სასუქების, პესტიციდების, აგრეთვე, გენეტიკური ინჟინერიის მეშვეობით მიღებული ორგანიზმებისა დაპროდუქტების გამოყენებას; მიმდინარე ეტაპზე ასოციაცია 2,000-მდე მეურნესთან მუშაობს. „ეკომარტის“იდეა გულისხმობს ჩვენი წევრების პროდუქციის საზოგადოებისთვის გაცნობას. ჩვენი მწვანე პლატფორმით კი გვინდა, რომ მომხმარებელს ერთ ონლაინ სივრცეში მივცეთ დადასტურებულად ხარისხიანი პროდუქციის შეძენის საშუალება. პროექტის ფარგლებში ასევე, დავუმეგობრდით სხვა მწვანე კომპანიებსაც, რომლებიც თუმცა არ არიან „ელკანას“ წევრები, მაგრამ მწვანე ტექნოლოგიების გამოყენებით აწარმოებენ ბუნებრივ პროდუქციას. სწორედ ეს არის მწვანე სივრცის იდეაც - ორგანული(ბიო) და გარემოსადმი მეგობრული პროდუქტების თავმოყრა, “.